ვოლოდიმირ ზელენსკი - ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია შრი-ლანკის შვიდი მოქალაქე, რომელიც რუს ოკუპანტებს მარტის შემდეგ ჰყავდათ დაკავებული
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია შრი-ლანკის შვიდი მოქალაქე, რომელიც რუს ოკუპანტებს მარტის შემდეგ ჰყავდათ დაკავებული

ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია შრი-ლანკის შვიდი მოქალაქე, რომელიც რუს ოკუპანტებს მარტის შემდეგ ჰყავდათ დაკავებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ხარკოვის ოლქში, რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ რაიონებში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ფიქსირდება რაშისტების ყველა დანაშაული, გროვდება მათი ბრალეულობის მტკიცებულებები. ნაპოვნია საწამებელი ოთახები, სადაც შეურაცხყოფდნენ ოკუპირებული ქალაქების და სოფლების მშვიდობიან მცხოვრებლებს, დაწესებულებები, რომლებშიც დაკავებული ჰყავდათ ადამიანები, მათ შორის უცხოელებიც. კერძოდ, შრი-ლანკის შვიდი მოქალაქე, კუპიანსკის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ჯერ კიდევ მარტში ისინი დააკავეს რუსმა სამხედროებმა და შემდგომ სარდაფში ჰყავდათ დატყვევებული. მხოლოდ ახლა, ხარკოვის გათავისუფლების შემდეგ, ეს ადამიანები გადაარჩინეს. მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.