შრი-ლანკას ქალაქ კოლომბოში, დღეს ადგილობრივი ათასობით მომიტინგე ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა
შრი-ლანკას ქალაქ კოლომბოში, დღეს ადგილობრივი ათასობით მომიტინგე ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა

შრი-ლანკას ქალაქ კოლომბოში, დღეს ადგილობრივი ათასობით მომიტინგე ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას, „როიტერი“ ავრცელებს.

მომიტინგეები არსებული ეკონომიკურ პრობლემებს აპროტესტებდნენ.

არსებული ცნობებით, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ხალხის შეკავება ვერ შეძლეს. პროტესტის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სულ მცირე 39 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი დაშავდა.