შრი-ლანკაზე რვა აფეთქების შემდეგ „ფეისბუქი“, „ვაიბერი“ და „ვოთსაფი“ დაბლოკეს
შრი-ლანკაზე რვა აფეთქების შემდეგ სოციალური ქსელები „ფეისბუქი“, „ვაიბერი“ და „ვოთსაფი“ დაბლოკეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ეს დროებითი ზომაა, რომელსაც მთავრობამ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაზე დღეს რვა აფეთქება მოხდა. მათი უმეტესობა ეკლესიებსა და სასტუმროებში. დაიღუპა 156 ადამიანი. მათ შორის 35 უცხოელია.
მომხდარზე ჯერ პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. შრი-ლანკის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კომენდანტის საათი 18:00-დან დილის 06:00-მდე იმოქმედებს.