შრი-ლანკის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
შრი-ლანკის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

შრი-ლანკაში მერვე აფეთქება მოხდა. როგორც „ბიბისი” იუწყება, აფეთქება კვლავ ქალაქ კოლომბოში გაისმა.

შრი-ლანკის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კომენდანტის საათი 18:00-დან დილის 06:00-მდე იმოქმედებს.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, შრი-ლანკაში მეშვიდე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ამ დროის მონაცემებით, აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა. მათ შორის 35 უცხოელია. მათი წარმომავლობა ჯერ უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად დაშავდნენ ჩინეთის მოქალაქეები.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აფეთქებები სამ ეკლესიაში და სამ სასტუმროში მოხდა. მათ შორის იყო ცნობილი და ფეშენებელური სასტუმროები. აფეთქება კოჩიკადეს, ნეგომბოსა და ბატიკალოას ეკლესიებში მოხდა, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობდა.