„ფრანს პრესი“ - შრი-ლანკაში მეშვიდე აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
„ფრანს პრესი“ - შრი-ლანკაში მეშვიდე აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, შრი-ლანკაში მეშვიდე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შრი-ლანკაში მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ კოლომბოს ზოოპარკთან ახლოს მდებარე სასტუმროში მოხდა.

ამ დროის მონაცემებით, აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა. მათ შორის 35 უცხოელია. მათი წარმომავლობა ჯერ უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად დაშავდნენ ჩინეთის მოქალაქეები.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აფეთქებები სამ ეკლესიაში და სამ სასტუმროში მოხდა. მათ შორის იყო ცნობილი და ფეშენებელური სასტუმროები. აფეთქება კოჩიკადეს, ნეგომბოსა და ბატიკალოას ეკლესიებში მოხდა, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობდა.