ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შრი-ლანკაზე ცოტა ხნის წინ მეშვიდე აფეთქება მოხდა. აფეთქების ხმა ქალაქ კოლომბოს ერთ-ერთ რაიონში გაისმა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.
შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა. დაშავებულია 360-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, ქვეყნაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
აფეთქებები სამ ეკლესიაში და სამ სასტუმროში მოხდა. მათ შორის იყო ცნობილი და ფეშენებელური სასტუმროები. აფეთქება კოჩიკადეს, ნეგომბოსა და ბატიკალოას ეკლესიებში მოხდა, სადაც სააღდგომო მესა მიმდინარეობდა.