მთაწმინდის რაიონში, შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა.
პირველი არხის ინფორმაციით, გვიან ღამით მსუბუქი ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ – გაზგაყვანილობის მილს.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.