თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. დაშავდა ავტომანქანის მძღოლიც.

მომხდარ ფაქტს შსს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.