თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ავარიისას ორი ადამიანი დაიღუპა

01:14, 10.02.2019

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.

ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი