დიდუბის ავტოსადგურთან სამი ავტომობილი და მოტოციკლი დაეჯახა ერთმანეთს, დაშავდა ორი ადამიანი
დიდუბის ავტოსადგურთან სამი ავტომობილი და მოტოციკლი დაეჯახა ერთმანეთს, დაშავდა ორი ადამიანი

დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.