დიდუბის ავტოსადგურთან სამი ავტომობილი და მოტოციკლი დაეჯახა ერთმანეთს, დაშავდა ორი ადამიანი
დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.