თურქეთში, ავტომაგისტრალზე ავტობუსი მანქანებს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა
თურქეთში, ავტომაგისტრალზე ავტობუსი მანქანებს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა

თურქეთში ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა, სადაც საქალაქთაშორისო ავტობუსი მთავარ გზატკეცილზე სამ მანქანას შეეჯახა.

მისივე განცხადებით, ავტობუსი დიარბაქირიდან სტამბოლისკენ მიემართებოდა. შემთხვევის თაობაზე დაწყებულია გამოძიება.