სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზემო სვანეთში.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის ეცერის მიდამოებში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ამავე სოფლის მკვიდრი ძმები.

შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ავარიის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.