თბილისში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა [ვიდეო]

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

​ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ქალი და მამაკაცი. ამასთან, ავარიისას დაშავდა სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

​ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული. შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.