შინდისში მანქანის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა

08:01, 10.03.2018

მთაწმინდის რაიონში, შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა.

პირველი არხის ინფორმაციით, გვიან ღამით მსუბუქი ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ – გაზგაყვანილობის მილს.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი