ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, სადაც რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობა აქციას მართავს, მცირე დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ამ დროისთვის გზა ნაწილობრივ გახსნილია, თუმცა აქციის მონაწილეები ისევ ცდილობენ გზის სავალი ნაწილის დაკავებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლები მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებიან ზვიად კუპრავა, გიორგი კაპანაძე და გიგა მაქარაშვილი.