პარლამენტთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გაიმართა
პარლამენტთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გაიმართა. შეკრებილებმა გია ვოლსკის, სიმბოლურად, საბჭოთა კავშირის პასპორტი მიუტანეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ, რომ გია ვოლსკიმ გააპროტესტა ელენე ხოშტარიას მოქმედება პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როდესაც გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომისას ხმა არ ამოუღია.

„შეცვალეს“ წევრების თქმით, სირცხვილია, რომ გია ვოლსკი, რომელიც იყო ცეკას ინსტრუქტორი, ახლა იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას.

მათ, სიმბოლურად, პლაკატები პარლამენტის შესასვლელთან გააკრეს.