საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობები „სირცხვილია“, „გაბედე“ და „შეცვალე“ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ანგარიშს არა საზოგადოებას, არამედ ბიძინა ივანიშვილს აბარებს.

აქციის მონაწილეებს სახეზე საპარალამენტო უმრავლესობის წევრების სურათები უკეთიათ. აქციის მონაწილეთა თქმით, სალომე ზურაბიშვილის მოხსენების პარალელურად ერთ-ერთი ფრანგული ფილმიდან საუნდრეკსაც შეასრულებენ.

დატოვე კომენტარი