შსს-სთან „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ
შსს-სთან „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ

მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ.

ისინი თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.

დემონსტრანტები გარდაცვლილების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ. მათი თქმით, გარდაცვლილთა ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, შსს-ს შენობასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება კრიმინალთან არის კოაბიტაციაში. „სირცხცილიას“ წევრ გიგა მაქარაშვილის თქმით, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს მომხდარ გახმაურებულ საქმეებს ობიექტურად არ გამოიძიებს, ძალოვან უწყებას დისკომფორტს შეუქმნიან.

დატოვე კომენტარი