სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ აჭარის ტელევიზიას.

„დღეს აჭარის ტელევიზიაში შესულია სუს-ი და ისინი ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით გააჩუმონ ის ტელეკომპანია, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ის, რომ დღეს ქვეყანაში გაჭირვება, კრიმინალი და კორუფციაა, ამას ვერც ერთი ტელეარხის გამორთვით ვერ მოაგვარებს ბიძინა ივანიშვილი. უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფალი მედია ნიშნავს თავისუფალ საზოგადოებას და დემოკრატიულ ქვეყანას“, – განაცხადა ორგანიზაცია „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.