ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია გაიმართა
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია გაიმართა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა 8 მარტის შეთანხმების შესრულებაა.

აქციის მონაწილეებმა რეზიდენციასთან ბანერები მიიტანეს. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ბანერებზე სხვადასხვა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებებიდან ციტატები ეწერა, რომელიც საქართველოს ეხებოდა.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.