შეკვეთილში შიმშილობის აქციის ორივე მონაწილე შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ამჟამად ორივე მათგანს სათანადო გამოკვლევები უტარდება.
ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, „ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით შიმშილობის აქცია მე-19 დღეა მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.