შეკვეთილში აქციის მონაწილეებმა კვლავ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს
შეკვეთილში აქციის მონაწილეებმა კვლავ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს

შეკვეთილში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული და სასტუმრო „პარაგრაფისკენ“ მიემართებოდნენ, მსვლელობა შეწყვიტეს. მათ კვლავ ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოწყობილ კარავთან გადაინაცვლეს.

„ჩვენ დღეს ჩავატარეთ მრავალრიცხოვანი აქცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღდეგ. ეს სისხლისღვრა არავის შერჩება და ბუნებრივია, ამისათვის არამარტო გახარია, არამედ ივანიშვილი პოლიტიკურადაც აგებს პასუხს. დარწმუნებული ვარ, დადგება მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ.

შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია დღეს განახლდა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მე-20 დღეა, იკრიბებიან. ასევე, ტერიტორიაზე რამდენიმე მოშიმშილეს გაშლილი აქვს კარავი.