შეკვეთილში ხვალიდან შიმშილობის აქცია შეწყდება
შეკვეთილში ხვალიდან შიმშილობის აქცია შეწყდება

შეკვეთილში ხვალიდან შიმშილობის აქცია შეწყდება. აღნიშნული ინფორმაცია აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ანზორ გუბაევმა გაავრცელა.

„მინდია ადაძე და მარად შავაძე მე-20 დღეა, შიმშილობენ. ბოლო ოთხი დღეა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მათი გადაყვანა ფოთის ჰოსპიტალში უწევს. ახლა მათი მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ ხვალიდან ისინი შეწყვეტენ შიმშილობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანზორ გუბაევმა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შიმშილობის აქცია შეწყდება, თუმცა საპროტესტო აქციები კვლავაც პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.