შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საყვირებითა და ტრანსფარანტებით იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

მათი თქმით, უერთდებიან გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

„ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება ოპოზიციის მოთხოვნები. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ აქ და გავმართოთ პერმანენტული აქცია. ვაპირებდით ცენტალური გზის გადაკეტვას, რისი უფლებაც პოლიციამ არ მოგვცა. ივანიშვილი თუ მოისურვებს რომ ხმაურს გამოექცეს დედაქალაქიდან და დაისვენოს შეკვეთილში, აქ დახვდება უფრო მეტი ხმაური“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაშლას არ აპირებენ და პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას აანონსებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დატოვე კომენტარი