შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ. დღეს ასევე გადაწყდება, გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე.
დაკავებულებს, რომელთაც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული – ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
„დღეს არის წინასასამართლო სხდომის მორიგი პროცესი, სადაც ადვოკატებმა, კოლეგებმა მოითხოვეს გონივრული ვადა, რომ პროკურატურის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე პოზიციები დაეფიქსირებინათ. სავაურაუდოდ, დღეს იქნება ადვოკატების პოზიციების დაფიქსირება. მეორე საკითხი იქნება სისხლის სამართლის საქმე გადავა თუ არა არსებითი განხილვის ეტაპზე. საპროცესო შეთახმებასთან დაკავშირებით დღევანდელი მოცემულობით, წინასასამართლო რეჟიმში ვართ, აქედან გამომდინარე, არანაირი მოლაპარაკებები ზედაპირული არ არის. პირდაპირ გეტყვით, ირაკლი წაქაძე არავითარი დუმილის უფლების დარღვევას არ აპირებს“, – განახადა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ირაკლი წიქაძის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა.