სეზონის კულმინაცია - „წიგნების თაროში“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა იწყება
სეზონის კულმინაცია - „წიგნების თაროში“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა იწყება

პირველის არხის  პროექტ „წიგნების თაროში“  ჩემპიონობისთვის ბრძოლა იწყება.

ფინალში თბილისის კომაროვის სახელობის 199-ე საჯარო სკოლა, ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლას დაუპირისპირდება. ვინ გახდება მეოთხე სეზონის გამარჯვებული, ვინ მოიპოვებს თავისი სკოლისთვის წიგნების თაროს თასს და ვინ გაემგზავრება კემბრიჯში, ამას მაყურებელი 8 ივლისს 12:45 წუთზე გაიგებს.

წიგნების თაროს მეოთხე სეზონი ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორიგინალური ქართული შოუ რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ყოველ შაბათ -კვირას პირველი არხის ეთერში გადიოდა.

„ეს არის პროექტი, რომელიც მომავალს ქმნის. თაობა, რომელმაც წარმოუდგენლად ბევრი იცის“,- ასე აფასებს გადაცემის წამყვანი წიგნების თაროს და მის მონაწილეებს.