„წიგნების თარო“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
„წიგნების თარო“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

29 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ გამართული წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სტუმრებს საქართველოს პირველი არხის გადაცემამ „წიგნების თარო“ საჯარო თამაში შესთავაზა.

წამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პროექტის ფორმატში დასვა შეკითხვები, სწორი პასუხის ავტორები კი არაერთი პრიზით – მათ შორის „წიგნების თაროს“ ბრენდირებული ნივთებითა და წიგნებით დასაჩუქრდნენ.

ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი „წიგნების თარო“ უკვე მრავალი წელია, ლიტერატურისა და განათლების პოპულარიზაციას ეწევა. გადაცემა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან დიდი ხანია, აქტიურად თანამშრომლობს.

გადაცემის „წიგნების თაროს“ სასკოლო და სტუდენტური სეზონების ნახვა მაყურებელს საქართველოს პირველი არხის ეთერში ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 20:15-ზე შეუძლია.