პრემია „წიგნის ქომაგი 2020“ საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდს გადაეცა
პრემია „წიგნის ქომაგი 2020“ საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდს გადაეცა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2020“ საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდს გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდა. დასკვნით ღონისძიებაზე კი, ტრადიციულად გაიცა „წლის წიგნის ქომაგის“ ჯილდო.

პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. 

დატოვე კომენტარი