საქართველოს პირველი არხის გადაცემა „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი გუნდი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტ „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი გუნდი მე-11 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შეხვდა.

გადაცემის შემოქმედებითი გუნდის წევრებმა სოციალური აქციის ფარგლებში შეგროვებული წიგნები დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს.

„წიგნების თაროს“ წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ახალგაზრდებს ლიტერატურასა და წიგნების მნიშვნელობაზე ესაუბრა, დასასრულს კი, „წიგნების თაროს“ თამაში მოეწყო, რომელშიც არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

დატოვე კომენტარი