სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის პირველი ფოტოები ვრცელდება
სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის პირველი ფოტოები ვრცელდება.
ფინალური სეზონის პრემიერა „ეიჩ-ბი-ო“-ზე 14 აპრილს შედგება.
„ეიჩ-ბი-ომ“ ცოტა ხნის წინ იმ სერიალების პრომო ვიდეოც გაავრცელა, რომელიც 2019 წელს გამოვა. მათ შორის ერთ-ერთია „სამეფო კარის თამაშები“.
„ვინტერფელდი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ“, – რამდენიმეწამიან კადრში ასე ესალმება ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი სანსა სტარკი დრაკონების დედას, დეინერის ტარგარიენს.