„სამეფო კარის თამაშების“ პრეისტორიის შესახებ „ეიჩ ბი ოუ“ ახალ სერიალს გადაიღებს
„სამეფო კარის თამაშების“ პრეისტორიის შესახებ „ეიჩ ბი ოუ“ ახალ სერიალს გადაიღებს

„სამეფო კარის თამაშების“ პრეისტორიის შესახებ კომპანია „ეიჩ ბი ოუ“ ახალ სერიალს გადაიღებს. სერიალის სახელწოდებაა „დრაკონის სახლი“. დაგეგმილია სულ 10 სერიის გადაღება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალ სერიალში მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ ისტორიამდე 300 წლით ადრე ვითარდება. სერიალის რეჟისორი მიგელ საპოჩნიკი იქნება, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი სერიალის რამდენიმე სერია 2016 წელს გადაიღო და „ემის“ პრემია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „სამეფო კარის თამაშების“ პრეისტორიის სცენარიც ჯორჯ მარტინის რომანის მიხედვითაა დაწერილი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ეიჩ ბი ოუმ“ უარი თქვა „სამეფო კარის თამაშების“ სამყაროს შესახებ გასული წლის იანვარში დაანონსებული კიდევ ერთი სერიალის გადაღებაზე. ამის მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ პირველი სეზონის პრემიერა 2011 წელს გაიმართა.