„სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელებმა ფინალური სეზონის პრემიერამდე სერიალის თაყვანისმცემლებს თამაში შესთავაზეს

ეიჩბიომ“ (HBO) სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუმზადა. ფინალური სეზონის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექვსი „რკინის ტახტი“ დამალა, რომელთა პოვნაც სერიალის ფანებს მოუწევთ.

„რისი გაკეთება შეგიძლიათ ტახტისთვის?“, – ასეთი ლოზუნგი აქვს თამაშს, რომელის მონაწილეებიც „სამეფო კარის თამაშის“ თაყვანისმცემლები იქნებიან.

ერთ-ერთი ტახტის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. ვებგვერდზე ჩართულია წამმზომი. სწორედ ამ დროში უნდა იპოვონ სერიალის ფანებმა ტახტი.

შეგახსნებთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პრემიერა აპრილშია დაგეგმილი.