აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე „სამეფო კარის თამაშებში“ მონაწილეობს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე „სამეფო კარის თამაშებში“ მონაწილეობს. დევიდ კოენი სერიალის მერვე სეზონის მეორე ეპიზოდის ერთ-ერთ მასობრივ სცენაში თამაშობს. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს „თვითერის“ გვერდზეა აღნიშნული.
ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნულ სცენაში ქალაქ ვინტერფელში წვნიანის რიგში დგას. მარ რეპლიკა არ აქვს, სიუჟეტის მიხედვით ის სერ დავოს სივორტისგან წვნიანით სავსე თეფშს მიიღებს.
„ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი უპირატესობა მთელ მსოფლიოში მოგზაურობაა. თუმცა, ეს ხანდახან სხვა სფეროებზეც ვრცელდება. „ჩიტუნებო“ყურადღება მიაქციეთ „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის ახალ ეპიზოდს, რომელშიც უწყების დირექტორის ყოფილი მოადგილე ვესტეროსში დადის“, – წერია უწყების „თვითერის“ ოფიციალურ გვერდზე.
A perk of working for CIA is world travel. Apparently that sometimes extends to other realms…
“Little birds,” be on the lookout for a former deputy director of ours wandering through #Westeros in tonight’s episode of #GameOfThrones. pic.twitter.com/DBIzIFKoju
— CIA (@CIA) 22 April 2019