ჩეხეთის საგარეო უწყება - ვესტეროსში მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას მივესალმებით
ჩეხეთის საგარეო უწყება - ვესტეროსში მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას მივესალმებით

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ ეპიზოდს გამოეხმაურა. შესაბამისი სტატუსი ჩეხეთის საგარეო უწყების „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვესტეროსში მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას. ბრენდონ სტარკის არჩევას პოზიტიურ ნაბიჯად ვაღიარებთ, რომელიც ხელს შეუწყობს სამეფოში სტაბილურობას და მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სერია ტელეკომპანია „ეიჩბიოუმ“ ორშაბათს აჩვენა.