ნიუ იორკში სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პრემიერა გაიმართა [ფოტო]
ნიუ იორკში სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ (Game of thrones) ფინალური სეზონის პრემიერა გაიმართა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ჩვენებას სერიალის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. წითელ ხალიჩაზე ასევე გამოჩნდა GOT-ის შემქმნელი, ამერიკელი სცენარისტი და მწერალი ჯორჯ მარტინი.
შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით, მაყურებელს ყველაზე მასშტაბური, დაძაბული და საინტერესო შოუ ელოდება.
სერიალის მსოფლიო პრემიერა 14 აპრილს გაიმართება.





