სენატორ ჯონ მაკკეინის ცხედარი არიზონის შტატის კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენეს [ფოტო]
სენატორ ჯონ მაკკეინის ცხედარი საპატიო ყარაულის თანხლებით ქალაქ ფენიქსში, არიზონის შტატის კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენეს.
გადასვენების ცერემონია მაკკეინის დაბადების დღეს გაიმართა. დღეს სენატორს 82 წელი შეუსრულდებოდა.
სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობდნენ მაკკეინის მეუღლე და შვილები, მათ შორის ჯეკ მაკკეინი, რომელიც მამის დაკრძალვაზე დასასწრებად ავღანეთის მისიიდან დაბრუნდა.
მათ გარდა, მაკკეინთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრნენ არიზონის გუბერნატორი დაგ დიუსი და მისი მეუღლე, ასევე კონგრესმენები.
„არიზონის წარმოდგენა ჯონ მაკკეინის გარეშე იგივეა, რაც წარმოიდგინო არიზონა გრანდ კანიონის გარეშე. ეს უბრალოდ შეუძლებელია”, – აღნიშნა დიუსიმ ცერემონიის დროს.
სენატორ ჯონ მაკკეინის ცხედარს 30 აგვისტოს მერილენდში გადაასვენებენ, 31 აგვისტოს კი – ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში.
მაკკეინს ანაპოლისში საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე 2 სექტემბერს დაკრძალავენ.
სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა.
წყარო: Daily Mail