სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელეს.
დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით. ამ ბრალდებით კიდევ ექვსი არასრულწლოვანია დაკავებული, რომელთა საქმის განხილვაც ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ასევე, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა, რაზეც ხუთი პირია ბრალდებული.