სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს
სასამართლო დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს.
სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ადვოკატების ინფორმაციით, სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილება, რომელიც ეხება ბრალდებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვას. წინასასამართლო სხდომა კი 13 სექტემბერს არის ჩანიშნული.
დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით. ამ ბრალდებით კიდევ ექვსი არასრულწლოვანია დაკავებული, რომელთა საქმის განხილვაც ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ასევე, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა, რაზეც ხუთი პირია ბრალდებული.