გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული ხუთი სრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული ხუთი სრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული ხუთი სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

დაკავებული ხუთი პირიდან ოთხ ბრალდებულს – თენგიზ ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკა ჟვანიას და გიგა ტატიაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს – მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.