სასამართლო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს [ფოტო]
სასამართლო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს [ფოტო]

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ბრალდების მხარე გეგეშიძისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან ჩამოშორებას ითხოვს.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს.

გეგა გეგეშიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, რაც ძალადობას გულისხმობს.