საქართველოში ბრიტანეთის საელჩო - ძალადობა, ლგბტქ+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას
საქართველოში ბრიტანეთის საელჩო - ძალადობა, ლგბტქ+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას.

მოვუწოდებთ ხელისუფლების, შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საელჩო „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს.