საქართველოში ბრიტანეთის საელჩო – ძალადობა, ლგბტქ+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას
საქართველოში ბრიტანეთის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას.
მოვუწოდებთ ხელისუფლების, შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საელჩო „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს.
Watching events across Tbilisi. Violence, threats towards the LGBTI+ & attacks on journalists damage 🇬🇪reputation as tolerant, hospitable country. We call on authorities to prevent further violence & protect individual rights & liberties of all 🇬🇪 citizens as per 🇬🇪 constitution
— UK in Georgia (@UKinGeorgia) July 5, 2021