შალვა პაპუაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
შალვა პაპუაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს და ხალხს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.