ბრიტანეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო, თანავუგრძნობთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანია გარდაცვლილი.
Deeply saddened by the loss of life in Racha. Our thoughts and prayers are with those whose loved ones have been lost or are still missing.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ.
— UK in Georgia (@UKinGeorgia) August 5, 2023