ბრიტანეთის საელჩო – გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

14:26, 10.06.2024

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

„ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი