საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ 10 მონაწილე კემბრიჯში გაემგზავრა [ფოტო]
საქართველოს პირველი არხის მასშტაბური ახალგაზრდული ლიტერატურული პროექტის, „წიგნების თაროს“ 2019 წლის სასკოლო და სტუდენტური სეზონების გამარჯვებულები დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრნენ.
გამარჯვებულ გუნდებთან ერთად კემბრიჯში ასევე გაემგზავრა ხალხის რჩეული კიდევ ორი მონაწილე.
კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მათ ორი კვირის განმავლობაში, დასვენებასთან ერთად, შემეცნებით-გასართობი აქტივობები ელით.
წიგნების თაროს 2019 წლის მეექვსე სასკოლო სეზონში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო სტუდენტური მეორე სეზონის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „აველუმი“ გახდა. ამასთან, ონლაინ გამოკითხვით ხალხის რჩეულები გიორგი საყვარელიძე და ანა ჯაფარიძე გახდნენ.