საქართველოდან დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება

ვაშინგტონის მთავარ საკათედრო ტაძარში რესპუბლიკელი სენატორისა და ვიეტნამის ომის გმირის ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიალი მიმდინარეობს, რომლესაც წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან ესწრებიან.

ცერემონიაზე სიტყვით გამოდიან ჯოზეფ ლიბერმანი, ჰენრი კისინჯერი, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი.

დღეს საქართველოდან დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სახელით პატივს მიაგებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრის სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნას.

მაკკეინი ამერიკის ყველაზე გავლენიან სენატორთა რიგს მიეკუთვნებოდა. ამავე დროს, ის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი.

ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.