სამეფო ოჯახის ქორწილისთვის სტუმრები იკრიბებიან.
პრინც ჰარის და მეგან მარკლის ჯვრისწერაზე უკვე მივიდნენ ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და მსახიობი იდრის ელბა.
ცოტა ხნის წინ სტუმრებს შორის გამოჩნდნენ ჯეიმს ბლანტი, ასევე ჯორჯ და ამალ კლუნები და დევიდ და ვიქტორია ბექჰემები.
საქორწინო ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში ჩატარდება, სადაც პრინცი ჰარია მონათლული. ეკლესია 800-მდე სტუმარს იტევს.