ელისაბედ მეორემ სასახლის ადმინისტრაციას დაავალა, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოსავალი იპოვონ
ელისაბედ მეორემ სასახლის ადმინისტრაციას დაავალა, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოსავალი იპოვონ

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ სასახლის ადმინისტრაციას დაავალა, იპოვონ გამოსავალი სასექსის ჰერცოგისა და მისი მეუღლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელთაც უარი თქვეს ისარგებლონ „მაღალი რანგის“ სამეფო სტატუსით.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ჰარისა და მეგანს ამ გადაწყვეტილების შესახებ სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან კონსულტაცია არ გაუვლიათ.

აღსანიშნავია, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილების მიუხედავად, პრინცი ჰარი გაერთიანებული სამეფოს ტახტის რიგით მეექვსე მემკვიდრედ დარჩება.